საზოგადოება

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები“ ხორციელდება.

სრულად...

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით - 24კმ.-ში მდებარე სოფელ სამებასთან თბილისის დროით 12:31 საათზე, მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

სრულად...

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ; იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სრულად...

ლიბერთის ახალი პროექტის „შეხვედრები ახლებურად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმერეთში გაიმართა.

სრულად...

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სრულად...

მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

სრულად...

კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 03 აგვისტოდან 02 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. სუსის მასალების გავრცელებასთან დაკავაშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია.

სრულად...

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი