მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან დაFord-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია.
27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“.
„ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ, აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დიდ დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შეიძლება ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ყოველთვის; მოვინანიოთ, ვცადოთ, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, რომ ასეთი კეთილი მევენახეები გავხდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი მადლიერება. რას ნიშნავს მადლიერება? ეს ნიშნავს, რომ სიხარული მიანიჭო ღმერთს, გაახარო შენი ქცევით, შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და ასევე გაახარო მოყვასი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას.
ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი „დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“.
არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ სიტუაციას, უნდა მივხვდეთ, რა ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი. უმძიმესი ამბავი მოხდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.