ერთ ზაფხულს ტფილისში დიდი მუშაობა იყო გაჩაღებული ცენტრალური ქუჩების თუ სახლების გალამაზებასა და შეკეთებისათვის. შეკეთდა და მოირთო გოლოვინის პროსპექტი, შუაბაზარი, მიხაილოვის ნაწილის-კოლონიის ქუჩა. სახლები შეიღება, მოწითალოდ, მწვანედ, ლურჯად, ფუსტულის ფრად, ცისფრად, რუხად და ყვითლადაც.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი “ქართუ” ახორციელებს.
საქართველოში რადიომსმენელების უმრავლესობას - 55% ძირითადად მოთხოვნა სპეციალიზებული რადიოს, 25%-ს კი საერთო რადიომაუწყებლობის მიმართ აქვთ, ხოლო საერთო რადიოების ფუნქციონირებას მსმენელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვენ. აღნიშნული შედეგი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა.
თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
დღეს, „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.