საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება.
კომპანია „თელასი“ განმარტებას აკეთებს აბონენტებისთვის სმს შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის.
მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში გადაიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, გერმანიიდან თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მას შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება.
„ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადმოვიდეს მადლი სულისა წმიდისა“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. პაპთან შეხვედრის ფოტოებს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.