საზოგადოება

რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას თქვა, რომ „ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში“ და საქართველო მესამე ტალღისკენ მიდის, რაც ძირითადად დიდი თავშეყრებით - ქორწილებითა და ქელეხებით არის გამოწვეული.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

გამოჩენილ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. მწერალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

სრულად...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვის თაობაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 121 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 090 PCR ტესტით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი