თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.
„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ - ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა“, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის განცხადებაშია ნათქვამი.
გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა გონგი განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს სათანადოდ არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება და ქვეყანა მესამე ტალღაში შევა.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სახელოვანი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
80 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, სახელოვანი ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ადასტურებს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.