Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით.
თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა - იმ ხელისუფლების ნაცვლად სრცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? - ამის შესახებ Facebook-ში განცხადებას გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აქვეყნებს, რომელსაც თან წულუკიანის 2013 წლის ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტს ურთავს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერის მიზნით ხუთი წლის ვადით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები იქნებიან კორუფციასთან ბრძოლაში.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
23 წლის დუდანა შურღაიას ჩვენი დახმარება სჭირდება. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს - უფრო ზუსტად, დუდანას ღვიძლის ატიპიური, გადაუდებელი რეზექცია და რეტროპერიტონეალური სივრცის სიმსივნის სასწრაფოდ ამოკვეთა ესაჭიროება.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყრული ზონიდან აეროგადაღების კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ შედარებული 18 და 22 მარტის აეროგადაღებების მიხედვით, მეწყრული ბლოკის გადაადგილების სიჩქარე 24 საათში 4-5 სანტიმეტრს შეადგენს.
თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.