კომუნიკაციების კომისია შეშფოთებულია „კავკასუს ონლაინის" უკანონო მფლობელის ნასიბ ჰასანოვის წარმომადგენლის, თემურ თაგიევის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, სადაც ის უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის უარის მიუხედავად, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ განზრახ დაარღვია, რადგან მისი აზრით კანონიერად შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს სხვანაირად ვერ შეიძენდა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა.
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, - განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერიამ დღესვე, დამცავი კედლის მოწყობა დაიწყო.
თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ზონის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ დააკვირდა მეწყრულ პროცესს.
ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
24 მარტს, ბალდის მამათა მონასტერში ხანგრძლივი საუბრისას, სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მეუფე სტეფანეს სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა განკუთვნილი იქნება 14 000 პირის ასაცრელად, დოზები გაიყოფა და არ დაელოდებიან მეორე ნაკადს, როგორც ეს „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.