გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძესთვის 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის შეფარდებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 227 თბილისში, 83 იმერეთში, 60 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებსვერ მოემსახურება.
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაN14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას ეკითხება: „მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობის დიდი ნაწილი?“
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა.
თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს. კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.