საზოგადოება

7x7 Master League-ის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრის გამარჯვებული გუნდი „თბილისის მერია“ გახდა.

სრულად...

პარლამენტში აცხადებენ, რომ ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

სრულად...

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში  მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შემოიღობა პარკის ჩრდილო-დასავლეთი ზონა, სადაც ხვალიდან დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება. 

სრულად...

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.

სრულად...

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

სრულად...

საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით,  საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს საავარიო შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ  დედაქალაქის მთავრობის სხვა ღონისძიებებთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საცობებისგან განტვირთვა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.

სრულად...

გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

სრულად...

სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი