შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე კლუბ „დეჟავუში“ მომუშავე ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში 5 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.
კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს ქ. ჩოლოყაშვილისა და გ. წერეთლის ქუჩებზე, შუქნიშნები დროებით გაითიშება. სამუშაოები 11:30-დან 13:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა; 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.