საზოგადოება

კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტანციონარში, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

სრულად...

არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად და ამის შემდგომ შესაბამის შტაბში მივიღოთ მუშაობის ნებართვა, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას. 

სრულად...

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სრულად...

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირება 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

სრულად...

ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

„პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ“, განაცხადა ექიმმა მარინა ეზუგბაიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს, გვიან ღამით ჩართვისას, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი