საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს:
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედების თანახმად, 31 მარტის 21 საათიდან დილის 6 საათამდე, ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ექიმმა NCDC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიზანმიმართულად და ნაყოფიერად გამოიყენა და შეძლო კორონავირუსის შემთხვევის დადგენა.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგზე, ახალ გადაწყვეტილებებსა და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.