ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს. დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები "პენსია ჩარიცხვამდე" სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი შესაძლებელია, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგარო დონაციის აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.
ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც სამსახური დაკარგა, მთავრობას ექნება სპეციალური ღონისძიებები მათ დასახმარებლად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. მან კლინიკა უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების კონტროლს აგრძელებენ. ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.