ლიბერთის და მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტში ჩართულ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების (Business Excellence Trainings/BET) ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცეს.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
93 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა.
13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ - ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზარაშვილისა და გ. ქუთათელაძის ქუჩების მომიჯნავედ არსებულ 18.3 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური აქცია გამართა.
ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციისდეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
საკუთარი ქვეყნის, ხალხის და საქმის სიყვარული - ასეთია პროფესიით პედაგოგ ეკატერინე ბადადგულოვას ხანდაზმულობის საიდუმლო. 100 წლის იუბილე მას თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიულოცა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლადრეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.