თბილისის მერია ეხმაურება რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ ქუჩას - მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს, ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა.
სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებულიინფორმაცია არის სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისში კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.
პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებშიკიგანათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის მე-2 შესახვევში, N35-ის მიმდებარედსაყრდენი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 41-მეტრიანი კედელი შენდება. ასევე, მოეწყობა დამცავი ღობე.
გლდანის რაიონის გამგეობამ, ცხრა თვის განმავლობაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 929 406 ლარი დაიხარჯა.
თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.