აქციის ფარგლებში, ქეშბექის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 70%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებ. დაბრუნებულ CashBack-ს კი განკარგავ თავისუფლად, სურვილის შესაბამისად.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძემერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, N14 და N19 კორპუსების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად სკვერების სივრცეების ფართობი გაიზარდა.
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა.
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-შიგანხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.