სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. დედაქალაქის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დაგეგმილია მხატვრული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ლიტერატურის შესახებ საუბრები და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები.
მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კილომეტრზე (სოფ. დიზის მიმდებარე ტერიტრია) ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გადაადგილება ამ დროისთვის შეჩერებულია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული საინფორმაციო კომპანია CNN-ი საქართველოში ყველაზე საოცნებო ადგილებს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთ საოცნებო ლოკაციად უშგული დასახელდა.
ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია.
თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.
იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა, საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტი წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში სხვადასხვა ჩამოვიდნენ, არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა.
კონსტანტინე გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ „ფეისბუქზე“ ინფორმაციას ავრცელებს.
კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.