საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სრულად...

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.

სრულად...

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. რკინის კონსტრუქცია, სავარაუდოდ, ქარმა ჩამოანგრია.

სრულად...

ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სრულად...

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

სრულად...

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

სრულად...

მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონა ვირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის, ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება აქაც აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა მთლიანად გახსნილია ამ მომაკვდინებელი სენისთვის, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.

სრულად...

ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, - ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის დედათა მონასტრიდან. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი