საზოგადოება

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინება შევიდა.

სრულად...

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. დაახლოებით, 80 ტონა  ტექნიკური მარილი დაიყარა , - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.

სრულად...

დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

სრულად...

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის,  დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა.

სრულად...

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ხორციელდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის. 

სრულად...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU -ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსების კიდევ ერთი ნაკადი  წარუდგინა.

სრულად...

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთში, ქალაქ იანგჯოუში იმყოფება, დახმარებას ითხოვს. ისინი ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

სრულად...

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძველი მზადდება.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი