შალვა ნათელაშვილი სოციალურად დაუცველ თუმანიშვილების ოჯახს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას.
შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე, 8 იანვრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი იწყება. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება:
"შობის ღამეს თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მეტრო მგზავრებს 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მოემსახურება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა.
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.