ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს, - განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა. მისი თქმით, პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, რის გამოც ის გერმანიაში ან თურქეთში იმკურნალებს.
„ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია“, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე.
„ბატონი ანზორი არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც ათწლეულებია უჩუმრად ემსახურება ქართულ კულტურას, მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეული გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, მრევლს მისი სიტყვები გაახსენა.
თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა თბილისის მერის ანგარიში, რომლის წარდგენისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.