თბილისის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ პრეზენტაცია ,,გენდერული თანასწორობის მიღწევები და დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიაში“ გამართა.
27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.
„კავკასიასთან“ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქცია იმართება. აქციას სამოქალაქო მოძრაობების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები და ასევე პოლიტიკოსები მართავენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ქალაქ ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას და თევზის გადამმუშავებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის გაზის ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს, - ანიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე მიიღეს.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
დღეს, წირვის შემდეგ, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა, პატრიარქმა მრევლს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.