ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი „ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა.
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ 15 მლნ დოლარს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი სთხოვდნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადასცა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ტელეკომპანია „იმედზე“, „საზოაგდოებრივ მაუწყებელზე", „მაესტროსა“ და GDS-ზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. გათიშულია რამდენიმე ვებ-გვერდიც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობიდან გათავისუფლდა.
გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, ბოლომდე კი რჩება კაპიტანი, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის, ე.წ. „კუკუშკას” მოძრაობა შეიზღუდება. განცხადებას „საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.