პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა.
ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
ვერ მოესწრებით! ამას ვამბობ იმათთვის, ვინც შეიძლება ელოდება ჩვენი პატრიარქის გადადგომას, - განაცხადა მეუფე ანდრიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება ამოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული.
ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.
საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის მსგავსი ჯერ არ გვინახავს, – განაცხადა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, სურეის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ვუდვორდმა.
თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.
როდესაც მეუფე იაკობის გამოსვლა ვიხილე, გაოცებული დავრჩი და მთავარი, რამაც დამაინტერესა, იყო ის, თუ რატომ გაკეთდა განცხადება, ანუ რა იყო მიზეზი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო პრემიერ კვირიკაშვილის დროს მომხდარ ფაქტზე და როგორც მინიმუმ, წელიწადნახევარია გასული, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას საზოგადოებრივიორგანიზაცია„ერიდასახელმწიფოს“დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის „ფერისცვალება“ მისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გახდა აშკარა და იგი მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენამ „გაანაწყენა სასტიკად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.