მოსკოვის გამზირზე, N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ტარიელ გელანტია დღეს, გერმანიაში დაკრძალეს. ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტარიელ გელანტიას სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინა. ხოლო, ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.
ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე.
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.
ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამ გაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.
წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.