დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი.
დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ბერა ივანიშვილი Facebook-ზე ინგლისურენოვან ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბრაზილიაში ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს გაიღებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორობისას (2005-2008 წწ) თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ არაერთი მსხვილი უძრავი ქონება გაყიდა. ჟურნალისტურ მოკვლევას აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE აქვეყნებს და დასძენს, რომ აღნიშნული ქონებების გასხვისება და სარეალიზაციო ფასები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც, როგორც ონლაინ გამოცემას მიაჩნია, შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურშია. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება.
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. ცვლილებები ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც დღეს გოცირიძის სადგურზე მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. დაშავებული ღრმა კომაშია და ის აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.