დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის N21 საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების დაწყებამდე, ნაძალადევის რაიონში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთი ფლიგელი სრულიად ამორტიზებული და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის გამოუსადეგარი იყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
უფალმა საქართველოს დააკისრა მძიმე ჯვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას III შესახვევში გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 209 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი დაიგო.
დღეს, როდესაც „რუსთავი 2“-ში შემოვედით, თითქმის 800-მდე ადამიანი დაგვხვდა და როგორც აქ მოვისმინე, ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნება სურთ, - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.