გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა აქამდე გუგუტიანთკარში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო, რომელიც 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში.
თეონა გეგელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემას აღარ წაიყვანს, - განცხადებას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ქრონიკის" ჟურნალისტების პროტესტს უერთდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გურიელის N5-ის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალ სახლს პირდება. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ, თუმცა ხელოვნური მავთუხლართების გაბმა ჯერ არ განუახლებიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.