თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიაში.
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც, - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
საოკუპაციო ზოლთან გუშინ უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში, ტიხონოვის ქუჩაზე, დაახლოებით, 4 200 კვ.მ ფართობზე, სადაც გამართულია წყალარინების სისტემა, უკვე მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 513 ლარია გათვალისწინებული.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარსა და ეკალ-ბარდზეა გავრცელებული
ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“ - ის ყოფილი ჟურნალისტის ნინო შუბლაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც შუბლაძე წერს, რომ „რუსთავი 2“ - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.