„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია წარდგენილი, გაყალბებულია და მასზე ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი არ არის.
სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-დან გამარჯვებული წავიდა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მთავარი საგამოძიებო უწყებისაგან პასუხს ითხოვს, დაიკითხება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ ყოველთვის მის საკუთრებას წარმოადგენდა და ქიბარ ხალვაში იყო „ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო.
ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ, გურამიშვილის გამზ. N33ბ-ში და სანზონის N12-15 კორპუსებთან არსებულ მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.
საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“, განაცხადა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში დაბრუნებულმა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და სააკაშვილის პრეზიდენტობისას შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.
თბილისში, კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.