თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე განმეორებით კონკურსებს აცხადებს
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გრუზინკის შესახვევის N23-ში მიმდინარეობს, სადაც 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება.
გლდანის რაიონში, სამ მისამართზე - თავისუფლების N11-13, მესამე მიკრორაიონის N79 და მეოთხე მიკრორაიონის N105 საცხოვრებელ კორპუსებთან სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.
სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია წესრიგდება.
კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ცერემონია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ჩატარდა.
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა. კაპიტალური რეაბილიტაცია და ორმოული სამუშაოები სულ 47 800 მ2 ფართობზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.