შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ორდღიანია, დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი, სტუმრებს 15:00-დან 21:00 საათამდე ელოდება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს" CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის" აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.
დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ იწყებს, რომლის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება.
„გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის“, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქალაქ თბილისის მერი, ბ-ნი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს - ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცვან კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.
ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა, წინასწარი ინფორმაციით არის მსხვერპლიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.