ძლიერმა ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ზარალის აღმოფხვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში ათივე რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული.
მეტროსადგურ „ისანსა“ და „300 არაგველის“ სადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებელს, გამოჩენილ მეცნიერს - თენგიზ ონიანს, დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკში ბრუნდებიან. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ლონდონში გამართულ კრებაზე აქციონერთა 97%-მა მის დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ დაბრუნებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას დაუჭირა მხარი.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი გენერალური დირექტორი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კუ დონჟუ გახდა, რომელმაც 191 წევრი ქვეყნიდან 108 სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო.
„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, გარბენი „თბილისი“, რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთაველის გავლით, უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.