შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა.
თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, თუ როდის დასრულდება მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.
თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებს მოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა.
თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეღავათიან პირობებში საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.