საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისა და ორგანიზებულობისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის, ევროპის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერია თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს და შენობის პროექტირებაზე კონკურსს აცხადებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა ორივე ქუჩაზე ჯამში, 2 880 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.