საზოგადოება

ისნის რაიონს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან  ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო. 

სრულად...

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის შესასვლელისა და გასასვლელის დასუფთავება დაიწყო. დასუფთავების აქცია დასავლეთის მხარეს დღეს დასრულდება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მომდევნო დღეებში დაიწყება.

სრულად...

„ჩვენ აუცილებლად დავატეხავთ ივანიშვილს რევოლუციურ ქარიშხალს“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

სრულად...

„ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან და ამ ძალისხმევით, წვლილი უნდა შევიტანოთ  მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევაში“  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე განაცხადა. 

სრულად...

გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო. 

სრულად...

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

სრულად...

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა და ტროტუარზე ავარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სრულად...

დედაქალაქის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

სრულად...

დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სამ ობიექტზე საცხოვრებელი შენობის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეკეთდა სამი ამორტიზებული ლიფტი და საერთო სარგებლობის კიბე, სამ მისამართზე კი წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.

სრულად...

მთაწმინდაზე, უკლებას ქ. N3-სა და წავკისის ქ. N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი