პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს იხსნებს და ამბობს, რომ 9 აპრილი სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია.
თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა, რითაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც „თბილსერვის ჯგუფი“ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობებს ასუფთავებს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი წავიდა.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ვერეს ხეობაში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისში, დიღმის მასივის მე-4 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა. კორპუსის მცხოვრები ერთ-ერთი ქალის თქმით, დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა.
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.