თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის - Night Lab-ის პირველი ჰაკათონი, რომელიც 48 საათის განმავლობაში „ღვინის ქარხანაში“ მიმდინარეობდა დასრულდა.
საქართველოში ფრანგული ავიაკომპანია „Air France“ იწყებს ფრენებს. რეისის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენილი „Air France“-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ამ წუთებში იგი განცხადებას აკეთებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ბრძანა, რომ „მძიმეა მისი [ზვიად გამსახურდიას] ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში“.
თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი, იტყობინება ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 78 წლის ასაკში ცნობილი ტელეჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ყოფილი პრემიერ მინისტრი, მმართველი პოლიტიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.