მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41 პროცენტით შემცირდა, ხოლო ისრაელიდან 132.1 პროცენტით, პოლონეთიდან კი 130.5 პროცენტით გაიზარდა ვიზიტები, იტყობინება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გადაეცმათ. ამის შესახებ თბლისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც დაახლოებით, 10 თებერვალს დასრულდება.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საგამოძიებო ორგანოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც მთავარი პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა, პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.