იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განწესებული მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის მიმართ რამდენიმე წელია პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რომელმაც მურუსიძის თქმით, კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მისი უვადოდ განწესების დღეებში მიაღწია.
არქიდიაკონ დემეტრეს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 31 დეკემბერი, 1-ლი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და გაეროს წარმომადგენლებმა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა", ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას უპირისპირდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის პოსტს დაიკავებს, მთავრობას ეკლესიასთან „დიდი პრობლემა" ექნება.
თბილისში, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან, 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას შეხვდა.
საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 27 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე თქვა, რომ „უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია... რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.