შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზეს ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც უწყების ცნობით, ფეხით მოსიარულეების თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც, ასევე, საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალაკონცერტი გაიმართება. რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა დღეიდან ტრადიციად იქცევა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და რაგბის კლუბ „თბილისის“ დამფუძნებელი, ბიძინა გეგიძე, ეხმაურება 2018 წლის 27 ნოემბერს, რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ გასხვისების საკითხს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან.
თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებს, რომელთა მიხედვითაც, საბავშვო ბაღის 61 000 აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა და რომ მერია საახალწლო სცენის მოსაწყობად 2 მილიონ ლარს ხარჯავს, ტყუილს უწოდებს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალების გამო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრები სამძიმარს უცხადებენ.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, თბილისში, ნინო ჟვანის ქუჩა №88-ის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მდინარე ვარაზისხევის ხეობაში ინერტული მასალის ჩაყრის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბერს 18:00 საათიდან ამუშავდება.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. აქციის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.