შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების გეგმურ სამუშაოებს ახორციელებს. ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩებსა და სადგურის მოედანზე დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ქაფით მოირეცხა წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდელის ქუჩები.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ჯამში, ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და მთავრობის სურვილია, ყველას დასაქმდეს მომდევნო წლების განმავლობაში.
სამხედრო ქალაქი - ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია, ჩვენ სექტემბერში თუ არა ოქტომბერში - წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს,ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ათას საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ათას სამხედროს დაურიგდება აღნიშნული ბინები. იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს - პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების შესახებ ისაუბრა.
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვისბინების გადაცემას განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.