საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები მოეწყო.
ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში.
საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ „მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა“.
კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც იყოს მათ რიცხვში, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.
22 მაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) იმოძრავებს ძველი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით), ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე).
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.