სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ნიკა გვარამიას ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება.
მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდების, რომ „მისი სურვილი პატრიარქის მოკვდინებაა“, სათავეში მდგომად კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს, მისი სიტყვებით, საპატრიარქოს „რუხ კარდინალს“, მიიჩნევს და პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლებას „ხელისუფლების დიდ შეცდომად“ აფასებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა.
თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის 57 ნომერში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია.... ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და თუ პატრიარქი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია,“ ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში, ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.