სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ილია მეორის დაცვას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა, ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.
თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სეტყვა დიდ დიღომში, გლდანსა და მუხიანში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეპერების ჯგუფის birja mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
ვიცე პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეერთებულ შტატებში 15 ქართველის, მათ შორის, ორი სპორტსმენის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც არხის ხელმძღვანელობა მართავს. ტელეკომპანიის ოფისში მივიდა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით იმყოფებოდა და უკრაინის დედაქალაქიდან ახლახან დაბრუნდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პროექტის „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
სიღნაღის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ამ წუთებში გასულია ჯგუფი, რათა დადგინდეს დაზიანდა თუ არა რამე მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგი დედოფლისწყაროდან დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში დაფიქსირდა.
შსს-ს მაშველებმა, სამაშველო ოპერაციების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, 20-მდე მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.