გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოდან ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომლებიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს, პრემიერ მინისტრი გაესაუბრა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად მდუმარე აქცია გამართეს.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. „რუსთავი 2"-ის ცნობით, პანკისელი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მცხოვრები მისი ოჯახი ადასტურებს.
საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ხაშურის საგზაო მონაკვეთზე - გომთან „მერსედესის" და „ოპელის" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ბრიტანელ ხალხს და მთავრობას თანადგომას უცხადებს.
კამპანია „მამის მეგობრისგან“ გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ამჯერად გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.