საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს. სამინისტროში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა. მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს ისროდნენ, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება, დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
GUARDIAN.GE - ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 69 წლის სი ძინპინი მესამე ვადით აირჩია, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, „კომუნისტურმა პარტიამ“ იგი ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, ამჯერად კი, ეროვნულმა სახალხო კონგრესმა უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე 5-წლიანი ვადით. იგი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების პარლამენტიდან გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ „არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის და როგორ უნდა წავიდეს“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია.
რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის საკითხის განხილვის შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე და განმარტა, რომ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, ის პარლამენტის პირველივე სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება.
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეეტილებას მიესალმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.