„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. სექტემბერში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „არმიჰოლში“ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
25 აგვისტოს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ნატალია ვუტოვას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.