შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ზ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0108 პუნქტით გამყარდა.
დღეს, ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემს შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს და დადიანის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან ხიდით დააკავშირებს.
დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით მოსიარულეებს შესაბამისი სივრცე ექნება. ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები გააცნო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება და პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.